ავტორიზაცია

რა ხდება სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლაში რონალდუს დუბლის შემდეგ?

რა ხდება სერია ა-ს ბომბარდირთა რბოლაში რონალდუს დუბლის შემდეგ?
თარიღი 23 თებ 2021, 10:27
როგორც მოგეხსენებათ, "კროტონეს" კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 გოლი დაუგროვდა.

ეს ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა გადაასწრო რომელუ ლუკაკუს, რომელიც აქამდე 17 ბურთით პირველ ადგილზე იყო.

როგორც ვხედავთ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერსა და ბელგიელ ფორვარდს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი გოლია.

შემდეგ მოდიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჩირო იმობილე და ლუის მურიელი, რომლებსაც 14 ბურთი აქვთ გატანილი.

მათზე ერთი ნაკლები გოლი აქვს "ინტერის" კიდევ ერთ შემტევს, ლაუტარო მარტინესს (13 გოლი). შეგახსენებთ, არგენტინელმა მეზობელ "მილანს" დუბლი შეუსრულა.

კრიშტიანუ რონალდუ - 18
რომელუ ლუკაკუ - 17
ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჩირო იმობილე, ლუის მურიელი - 14
ლაუტარო მარტინესი - 13