ავტორიზაცია

რა კრიტერიუმებით შეირჩება ნაპოლის მწვრთნელი? - დე ლაურენტინის კომენტარი

რა კრიტერიუმებით შეირჩება ნაპოლის მწვრთნელი? - დე ლაურენტინის კომენტარი
თარიღი 08 ივნ 2023, 15:39
ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ, კვლავ უცნობია, თუ ვინ იქნება "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.

"ყოველდღიურად ამაზე საუბარი მიდის და უკვე დაახლოებით 40 მწვრთნელის სახელი გავიგე, თუ ვინ მოვა ნაპოლიში.

პირველ რიგში, მწვრთნელს გათავისებული უნდა ჰქონდეს ნეაპოლური კულტურა, აქაური ცხოვრების წესი, მალე შეეგუოს გუნდს და ფეხბურთელს - მწვრთნელის არჩევაში მთავარი ასპექტები ეს არის", - განაცხადა დე ლაურენტისმა.