ავტორიზაცია

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერ მაიამისთან მატჩში?

რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერ მაიამისთან მატჩში?
თარიღი 29 Jun 2025, 22:45
პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, ინტერ მაიამი 4:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას პერფომანსი Sofascore-მა 7.2 ქულით შეაფასა.

პარიზელთა მხრიდან თავი ჟოაო ნევეშმა (2 გოლი) და აშრაფ ჰაკიმმა გამოიჩინეს, კიდევ ერთი გოლი კი ინტერ მაიამის ფეხბურთელმა, თომას ავილესმა, საკუთარ კარში გაიტანა.

პარიზელთა მეტოქე დღეს, ფლამენგოსა და ბაიერნს შორის გამართული მატჩის შემდეგ, გაირკვევა.