რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ მოდენასთან მატჩში?

ნაპოლიმ კოპა იტალიის 1/32-ფინალში მეორელიგელ მოდენას მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა, პენალტების სერიაში ანტონიო კონტეს გუნდმა მეტოქეს 4-3 სძლია.
ნეაპოლიტანელთა მხრიდან ბოლო თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც Sofascore-ისგან ყველაზე მაღალი, 9.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
