რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ რეალთან მატჩში?

ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში პარი სენ-ჟერმენმა რეალ მადრიდი 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩში გოლები ფაბიან რუისმა (დუბლი), უსმან დემბელემ და გონსალო რამოსმა გაიტანეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში Sofascore-ისგან 7.3 შეფასება მიიღო.
ფინალში პსჟ ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.