ავტორიზაცია

რა შემთხვევაში დატოვებს ტამი ამბრაჰამი რომას?

რა შემთხვევაში დატოვებს ტამი ამბრაჰამი რომას?
თარიღი 28 ოქტ 2023, 12:20
"რომას" თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი ახლო მომავალში შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

Teamtalk-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომაულ კლუბს დატოვებს. 

პორტუგალიელ სპეციალისტს საუდის არაბეთის ჩემპიონატში დასაქმების ვარიანტები აქვს და მის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალიც" იჩენს.

გასულ სეზონში აბრაჰამმა რომაელთა შემადგენლობაში 54 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.