რა შემთხვევაში გაუშვებს რეალ მადრიდი ვინი ჟუნიორს საუდი პრო ლიგაში?
ESPN-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა და ვინისიუს ჟუნიორის წარმომადგენლებმა ბრაზილიელის საუდი პრო ლიგაში შესაძლო გადასვლის საკითხი და ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალები განიხილეს.
არაბები რეალ მადრიდის სუპერვარსკვლავს წლიურად $382.5 მილიონს სთავაზობენ. ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდული კლუბიც დიდ ფულს მიიღებს, რადგან ისინი ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ გამოსასყიდი თანხის გადახდის შემთხვევაში დათანხმდებიან, რომელიც €1 მილიარდს შეადგენს.
გავრცელებული ცნობებით, არაბებს ვინისიუსის ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხულშივე სურთ. მათი მიზანია, ბრაზილიელი ფეხბურთელი საუდი პრო ლიგის სახე გახდეს. ისინი ტრანსფერს არც მომავალში გამორიცხავენ და აღნიშნული შეთავაზების ძალაში დატოვებასაც განიხილავენ.