რა თანხა დაუჯდება ჰამბურგს ჩაკვეტაძის გამოსყიდვა?
გიორგი ჩაკვეტაძე "ჰამბურგში" ჩინებულად მიიღეს და მან თავი შინაურად თავიდანვე იგრძნო. ქართველ შემტევ ნახევარმცველს გულშემატკივრებიც ემადლიერებიან და პრესაც აქებს.
Fr.de-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "HSV" ბუნდესლიგაში აღზევდება, "გენტის" საკუთრებაში მყოფი გამთამაშებელი გამოსყიდული იქნება. "დინოზავრები" მიზანთან ძალიან ახლოს არიან.
რაც შეეხება "სამფეროვნების" შვიდიანის გამოსასყიდ თანხას, პრესაში ორი მილიონი ევროს შესახებ იწერება. ცხადია, 22-წლის ფლეიმეიქერმა "ფოლკშპარკშტადიონზე" წარმატებაში თავისი წვლილიც უნდა შეიტანოს.
ტიმ ვალტერის გუნდი ამჟამად 40 ქულით ამჟამად მესამე ადგილზეა, ლიდერებთან ჩამორჩენა კი ერთ ქულას შეადგენს. მესამე ადგილზე დარჩენის შემთხვევაშიც კი, "ჰამბურგს" ექნება ბუნდესლიგაში აღზევების შანსი.
ასეთ შემთხვევაში, "HSV"-ს გასასვლელად პლეი-ოფში თამაში მოუწევს. "დინოზავრების" შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება "სანდჰაუზენი", შეხვედრა გაიმართება 19 თებერვალს.