ავტორიზაცია

რა თანხა გამოიმუშავა ოსკარმა ჩინეთში 7 წლის განმავლობაში?

რა თანხა გამოიმუშავა ოსკარმა ჩინეთში 7 წლის განმავლობაში?
თარიღი 03 ივლ 2024, 12:19
2017 წელს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ჩელსის შემტევმა, ოსკარმა მოულოდნელად ევროპა დატოვა და 25 წლის ასაკში კარიერა ჩინეთში გააგრძელა.

მაშინ ოსკარი ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ითვლებოდა და არ დამალა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსური დაინტერესების გამო მიიღო.

7 წლის განმავლობაში ბრაზილიელმა შემტევმა მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით 170 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რასაც პირადი სასპონსორო შემოსავლები ემატება.

ოსკარმა შანხაი პორტის მაისურით 217 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 68 გოლი გაიტანა და 122 საგოლე გადაცემა გაიფორმა. მას კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და დიდი ალბათობით, ჩინეთს დატოვებს — თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ ჩელსიში დაბრუნდეს.