ავტორიზაცია

რა თანხა გამოიმუშავა პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მოგებით?

რა თანხა გამოიმუშავა პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგის მოგებით?
თარიღი 09 Jun 2025, 16:51
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა — მარტინესის გუნდმა ფინალში ესპანეთს მოუგო.

აღნიშნული ტურნირის მოგებით, პორტუგალიის ნაკრებმა დაახლოებით 8,2 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულ ესპანეთს 6,6 მილიონი ევრო შეხვდა.

ერთა ლიგის საპრიზო თანხა, TOP 4

1) პორტუგალია — 8,2 მილიონი ევრო
2) ესპანეთი — 6,6 მილიონი ევრო
3) საფრანგეთი — 5,7 მილიონი ევრო
4) გერმანია — 4,7 მილიონი ევრო