ავტორიზაცია

რა თანხას გამოიმუშავებს ედერსონი საუდი პრო ლიგაში?

რა თანხას გამოიმუშავებს ედერსონი საუდი პრო ლიგაში?
თარიღი 04 ივლ 2024, 17:08
ჟურნალისტ ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის მეკარე, ედერსონ მორაესი საუდი პრო ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - ალ ნასრმა ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

წყაროს ცნობით, ახლა მოლაპარაკებები მანჩესტერ სიტისა და ალ ნასრს შორის დაიწყება. არაბული კლუბი დავიდ ოსპინას (რომელსაც კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ამოეწურა და მშობლიურ ატლეტიკო ნასიონალში დაბრუნდა) შემცვლელს აქტიურად ეძებს. სესარ ლუის მერლოს თქმით, არაბები მზად არიან, ედერსონს 2 წელიწადში £51 მილიონი (£490,000 კვირაში) გადაუხადონ.

ფაბრიციო რომანოს თანახმად, მანჩესტერ სიტი მორაესის ტრანსფერს არ დაბლოკავს. მისი წასვლის შემთხვევაში, პეპ გვარდიოლას გუნდის ნომერ პირველი კიპერი შტეფან ორტეგა იქნება.

30 წლის მეკარემ მან სიტის რიგებში 6 პრემიერ ლიგა, 2 FA Cup-ი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.