ავტორიზაცია

"რა თქმა უნდა დღევანდელ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ" — ხვიჩა კვარაცხელია

"რა თქმა უნდა დღევანდელ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ" — ხვიჩა კვარაცხელია
თარიღი 04 Sep 2025, 23:34
2026 წლის მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, თურქეთთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

"რა თქმა უნდა დღევანდელ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ცუდად დავიწყეთ და სწრაფი გოლი გავუშვით. ვფიქრობ, რომ სწორედ მატჩის სტარტი იყო გარდამტეხი და დიდი როლი ითამაშა საბოლოო შედეგზე."

"სამი გოლის შემდეგ არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და იყო შანსი, რომ თამაში არ წაგვეგო. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბულგარეთი დავამარცხოთ"
— ხვიჩა კვარაცხელია.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 7 სექტემბერს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.