ავტორიზაცია

"რა თქმა უნდა წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია" — კვარაცხელია

"რა თქმა უნდა წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია" — კვარაცხელია
თარიღი 20 Jun 2025, 10:25
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში, პარი სენ ჟერმერნი ბოტაფოგოს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 0-1 დამარცხდა. მატჩს შემდეგ კომენტარი პარიზული გრანდის ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქე დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა.

"რთული მატჩი გამოვიდა, რადგან ბოტაფოგომ დაცვაში ძალიან მობილიზებულად ითამაშა. გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ახლა მთავარია, რომ შემდეგ შეხვედრას მეტი კონცენტრაციით მივუდგეთ. ვიცით, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მხოლოდ ძლიერი გუნდები მონაწილეობენ და ყველას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, ჩვენი სტილით თამაში უნდა გავაგრძელოთ — რაც ამჯერად არ გამოგვივიდა."

"რა თქმა უნდა წაგებით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია — ზოგჯერ იგებ, ზოგჯერ კი აგებ. მთავარია, შემდეგ შეხვედრაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. გვჯერა, თუ ჩვენს სტილს დავუბრუნდებით, ჯგუფიდან გასვლა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია."

პსჟ-ში მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მეტოქეს ერთი-ერთზე ვეთამაშო, მოედანზე თავისუფალი ვარ და ეს მაბედნიერებს. იტალიაში უფრო დიდი დრო ეთმობოდა ტაქტიკას, ხოლო საფრანგეთში გუნდები სულ შეტევას ცდილობენ" — ხვიჩა კვარაცხელია.