რა უთხრა ანჩელოტიმ ფლორენტინო პერესს ვინისიუსზე 3 წლის წინ?
2021/22 წლების სეზონში, როცა კარლო ანჩელოტი რეალში დაბრუნდა, მისი ერთ-ერთი ამოცანა ვინისიუს ჟუნიორისგან მაქსიმუმის მიღება იყო.
The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კარტახენას ინფორმაციით, მაშინ იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი ფეხბურთელის თაობაზე პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ისაუბრა და მესიჯი ნათელი იყო - კლუბს მასთან დაკავშირებით სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა და ნდობა გამოეჩინა.
როცა ედენ აზარი ფორმაში არ იყო, ანჩელოტი ვინისიუსს ენდო და სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად აქცია. იტალიელმა დაამტკიცა, რომ მართალი იყო - ახლა ბრაზილიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტიცაა.
ვინი რეალს 3 წლის განმავლობაში 2 ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა და ორივე ფინალში გაიტანა.
ვინისიუსმა ანჩელოტის ხელმძღვანელობით 148 მატჩი ჩაატარა, 69 გოლი გაიტანა და 55 ასისტი მიითვალა.