ავტორიზაცია

"რა ვისაუბრეთ გასახდელში მძიმე მარცხის შემდეგ?" — დი ლორენცო

"რა ვისაუბრეთ გასახდელში მძიმე მარცხის შემდეგ?" — დი ლორენცო
თარიღი 22 Oct 2025, 17:11
ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლიმ მძიმე მარცხი განიცადა. მესამე ტურში იტალიის მოქმედი ჩემპიონები პსვ-ს დაუპირისპირდნენ და უშანსოდ, 6:2 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ კომენტარი ნაპოლის კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოვანი დი ლორენცომ გააკეთა.

"რა ვისაუბრეთ გასახდელში ამ მძიმე მარცხის შემდეგ? - გასახდელში საუბარი კონკრეტულად იმ მომენტზე და იმ მატჩზე გვქონდა და განვიხილავდით, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ყველაფერს უკეთ გავაანალიზებთ, შეცდომებზე უკეთ ვისაუბრებთ.

წაგებით შეიძლება წააგო და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა როცა ბევრ გოლს უშვებ, ესეიგი რაღაცას შეცდომით აკეთებ.

ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ასეთი მარცხის გამო და ვპირდები, რომ კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას და გამოვასწორებთ,"
 - განაცხადა დი ლორენცომ.