ავტორიზაცია

რაჭაში, მასშტაბური ველო მარათონი გაიმართა

რაჭაში, მასშტაბური ველო მარათონი გაიმართა
თარიღი 18 ივნ 2024, 10:29
რაჭაში, მასშტაბური ველო მარათონი გაიმართა.შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალებმა და მოყვარულებმა, ჯამში ასამდე ადამიანმა.
სულ წარმოდგენილი იყო სამი მარშრუტი. 10 კმ, 20 კმ და 60 კმ.

თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად შეარჩია დისტანცია. სამივე კატეგორიაში დაწესებული იყო ფულადი ჯილდო.

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო გასართობი, საკვები და დასასვენებელი სივრცეები. სპეციალურად, ღონისძიებისთვის ჩატარდა კონცერტი.

ველო მარათონი, ადგილობრივი ხელისუფლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.