რაფა ლეაომ შესაძლოა მილანი დატოვოს — მოლაპარაკებები დაწყებულია

2024/25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მილანი მთავარმა მწვრთნელმა, სერჟიო კონსეისაუმ დატოვა და კლუბი მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბარა.
ახალი მწვრთნელი გუნდში ახალი იდეებით მივიდა და როსონერიში დიდი ცვლილებები იგეგმება. მილანი უკვე დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, ტიჯანი რეინდერსმა და კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.
იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია მილანური კლუბიდან რაფა ლეაოც წავიდეს, რომელიც გუნდში 2019 წლიდან ირიცხება. 25 წლის პორტუგალიელის დამატება მიუნხენის ბაიერნს სურს და ტრანსფერზე მუშაობს.