რაფა მარინის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყდა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაფა მარინის ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყდა! მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რასაც სამედიცინო შემოწმება მოჰყვება.
ნეაპოლელები ესპანელის სანაცვლოდ €12 მილიონს გადაიხდიან. რეალს 2026 წელს ფეხბურთელის €25 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება, 2027 წელს კი - €35 მილიონად.
2025 წელს ნაპოლის შეუძლია, დამატებით €10 მილიონი გადაიხადოს და მადრიდელთათვის გამოსასყიდი თანხა გააორმაგოს, შესაბამისად: 2026 წლისთვის €50 მილიონი, 2027 წლისთვის კი - €70 მილიონი.
აღსანიშნავია, რომ აურელიო დე ლაურენტისის გუნდმა ტორინოსთან ალესანდრო ბუონჯორნოს ტრანსფერიც შეათანხმა.