რაფაელ ბენიტესმა შესაძლოა რუსული გუნდი ჩაიბაროს
მიმდინარე სეზონის ბოლოს, რუსული „სპარტაკის“ მთავარი მწვრთNელი, დომენიკო ტედესკო, გადადგომას აპირებს.
რუსული პრესის ინფორმაციით, მოსკოვური კლუბი მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ და სხვა კლუბების ექს-სპეციალისტის, რაფაელ ბენიტესის დანიშვნას განიხილავს.
ამჟამად, ესპანელი უმუშევარია მას შემდეგ, რაც თვითნებურად დატოვა ჩინური „დალიან პროფესიონალი“.
თავად ბენიტესის თქმით, მას კარიერის გაგრძელება პრემიერ ლიგაში სურს, თუმცა მან არა რუსული, არამედ ინგლისური იგულისხმა.