ავტორიზაცია

რაფაელ ვარანი კომოს უახლოვდება

რაფაელ ვარანი კომოს უახლოვდება
თარიღი 01 Jul 2024, 13:40
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კომო რაფაელ ვარანის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

იტალიური კლუბი ფრანგი მცველის შეძენაზე ოცნებობს. კომოს თავკაც სესკ ფაბრეგასს ვარანის დამატება სურს და ფეხბურთელს შეხვდა კიდეც.

რაფაელს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. მისით რამდენიმე გუნდი ინტერესდება. 31 წლის მოთამაშე საკუთარ მომავალს მალე გადაწყვეტს.