ავტორიზაცია

რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ამ ზამთარსვე დატოვებას განიხილავს

რაფაელ ვარანი მანჩესტერ იუნაიტედის ამ ზამთარსვე დატოვებას განიხილავს
თარიღი 23 Nov 2023, 23:01
რაფაელ ვარანმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შესაძლოა ამ ზამთარსვე დატოვოს.

ინგლისურმა კლუბმა იცის, რომ მცველი გუნდში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მის წასვლას წინ არ აღუდგება.

ამ ეტაპზე, „იუნაიტედი“ მზად არის მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე აწარმოოს მოლაპარაკებები და იჯარის ვარიანტს არ განიხილავს.

ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „მან იუნაიტედს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღება სურს.

ამ სეზონში ვარანმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.