ავტორიზაცია

რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

რაფაელ ვარანმა 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თარიღი 25 Sep 2024, 11:22
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვარანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტრავმის შემდეგ მიიღო, რომლის გამოც უკვე თითქმის ორი თვეა ვეღარ ვარჯიშობს.

რაფაელ ვარანმა კარიერა ლანსში 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2011-21 წლებში რეალის ღირსებას იცავდა, სადაც ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ და ლა ლიგა 3-ჯერ მოიგო. 2021 წელს ფრანგი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, გასულ ზაფხულში კი კომოში.

2013-2022 წლებში, რაფაელ ვარანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდა, 93 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.