ავტორიზაცია

რაფინია მბაპეს პასუხობს: საბედნიეროდ, მან მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკულ გუნდთან წააგო

რაფინია მბაპეს პასუხობს: საბედნიეროდ, მან მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკულ გუნდთან წააგო
თარიღი 17 ივნ 2024, 13:45
ცოტა ხნის წინ კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი უფრო რთული მოსაგებია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატი.

ლიონელ მესის შემდეგ, რომელმაც მას უპასუხა და აღნიშნა, რომ კილიანს ამის თქმის საფუძველი არ აქვს, რადგან ევროზე ბევრი მსოფლიოს ჩემპიონი არ თამაშობს, ფრანგის კომენტარს რაფინია ბელოლიც ეხმაურება:

"მისთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის საბედნიეროდ, მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკულ გუნდთან წააგო.

ვისურვებდი, რომ ევროპული ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპს სამხრეთ ამერიკაში ატარებდნენ, რადგან ვნახავდით, აქ თამაში მარტივია თუ რთული. ყველა იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ეს კილიანის აზრია და მისი შეცვლა არ შემიძლია," - ამბობს ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელი.

რაფინია ამჟამად ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფება და კოპა ამერიკისთვის ემზადება. "სელესაო" ტურნირზე პირველ მატჩს 25 ივნისს, კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს.