ავტორიზაცია

რაიო ვალიეკანო ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე მუშაობს

რაიო ვალიეკანო ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 31 ივლ 2024, 16:52
Marca-ს ინფორმაციით, რაიო ვალიეკანოს ხამეს როდრიგესის გაფორმება სურს და მის ტრანსფერზე მუშაობს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ამჟამად სან პაულოს წევრია, მაგრამ მხარეები კონტრაქტის გაწყვეტას აპირებენ. 33 წლის ნახევარმცველს ევროპაში დაბრუნება სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ხამესით რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის, ლაციო ინტერესდება, რაიო ოპტიმისტურადაა განწყობილი. მადრიდული გუნდი იმედოვნებს, რომ რადამელ ფალკაოს მსგავს ტრანსფერს განახორციელებს.