რაიტზე, შირერზე, ლამპარდსა და შერინგემზე წინ - ჯეიმი ვარდის რეკორდი პრემიერ ლიგაში
გუშინ 37 წლის ჯეიმი ვარდი პრემიერ ლიგაში გოლით დაბრუნდა და ტოტენჰემის წინააღმდეგ ლესტერს ქულა მოუპოვა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ვარდი 30 წლის გახდა, ინგლისის ჩემპიონატში 103 გოლი გაიტანა და ამ შედეგით რეკორდსმენია - ის მეორე ადგილზე მყოფ იან რაიტს 10 გოლით უსწრებს. მესამეზე ალან შირერია (84 გოლი), მე-4 პოზიციას ფრენკ ლამპარდი (82 გოლი) იკავებს, ხუთეულს კი ტედი შერინგემი (77) ხურავს.
ვარდი ამბობს: "ასაკი მხოლოდ ციფრებია. სანამ ფორმაში ვარ და ვარჯიშებამდე/მატჩებამდე ფეხები მწყობრში იქნება, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშებ. ვერ ვიტყვი, რომ რამეს განსხვავებულად ვაკეთებ. მთავარია, რომ აღდგენის პროცესისას საკუთარ თავზე ვზრუნავ. სახლში ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება."