რაჯა ნაინგოლანი დააკავეს
Talksport-ის ინფორმაციით, ბელგიელი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი კოკაინის ტრეფინკინგის ბრალდებით დააკავეს - მას ბრალად სამხრეთ ამერიკიდან ანტვერპენის პორტის მეშვეობით ევროპაში ნარკოტიკის შემოტანა ედება.
წყაროს ცნობით, ნაინგოლანის სახლები გაჩხრიკეს. ოფიციალური პირების თქმით, გამოძიება ფოკუსირებულია ბელგიაში ნარკოტიკების გადანაწილებაზე. მოხსენების თანახმად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგიელს მსგავს ბრალდებებს სდებენ.
რომასა და ინტერის ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად სამშობლოში, მეორე ლიგის კლუბ ლოკერენ-ტემსეში ასპარეზობს. რაჯა ამ კლუბში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და სადებიუტო შეხვედრაშივე გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა (ოლიმპიკო).