რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ქართველი სპეციალისტი 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
რამაზ სვანაძე, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში, ქართველი სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილი შესარჩევ ციკლში, 21-წლმადე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “სასიხარულო ფაქტია, რომ რამაზ სვანაძე ჩვენ გუნდში მუშაობას კიდევ ოთხი წლით განაგრძობს. ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. მჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული სანაკრებო ციკლი და ტურნირი გველის.”
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “5 წელია უკვე რაც რამაზ სვანაძესთან ერთად ვმუშაობთ და 19-წლამდე ნაკრებიდან მოყოლებული, არ გვქონია გამოწვევა, სადაც მასთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ეროვნული ნაკრების მუდმივი განვითარებისთვის, 21-წლამდე ნაკრების წარმატებული თამაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ ორმაგად მიხარია, რომ ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტებია, ჩვენი წარმატებული მწვრთნელების შენარჩუნება შევძელით და მჯერა, რომ ერთად კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ..”
რამაზ სვანიძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდეს სიამაყის განცდასთან ასოცირდება, ამიტომ აქ ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. განვლილ წლებში ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და მჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ქვეყნის მეორე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაკრებთან ერთად წინ ბევრი გამოწვევა და ახალი მიზანი გველის.”
წყარო & ფოტო: Nakrebi.ge