ავტორიზაცია

რამდენ დოლარად გაიყიდა ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი აუქციონზე?

რამდენ დოლარად გაიყიდა ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი აუქციონზე?
თარიღი 17 მაი 2024, 20:56
ხელსახოცი, რომელზეც ლიონელ მესისა და ბარსელონას პირველი კონტრაქტი გაფორმდა, 9 დღის განმავლობაში ონლაინ აუქციონზე იყო გატანილი.

ხელშეკრულება არგენტინელი აგენტის, ჰორაციო გაჯიოლის საკუთრებაში იმყოფებოდა, უკანასკნელი კვირების განმავლობაში კი საგამოფენო სახლმა ის პარიზში, ნიუ იორკსა და ლონდონში გამოფინა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ხელსახოცი 965,000 დოლარად გაიყიდა, მისი საწყისი ფასი კი 379,000 დოლარი იყო.

13 წლის ასაკში ესპანეთში გადაბარგებული მესის კარიერა ზემოთხსენებულმა ხელსახოცმა ნამდვილად შეცვალა - არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში თითქმის 2 დეკადა გაატარა. მისი დახმარებით კლუბმა ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, მათ შორის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 10-ჯერ ლა ლიგა. 

ლეოსა და ბარსას გზები 2021 წელს გაიყარა - "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური ბოლოჯერ "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ მოირგო, სადაც 1 გოლის გატანა და 15/15 დრიბლინგის გაკეთება შეძლო.