"რამდენ გოლს გავიტან მიმდინარე სეზონში? ჩემს თავს ლიმიტებს არ ვუწესებ" — მბაპე

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, მადრიდის რეალმა მარსელს უმასპინძლა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის 72-ე წუთზე მსაჯმა კარვახალი გააძევა მოედნიდან და რეალი 10 კაცით დარჩა. გამარჯვების გოლები კი თერთმეტმეტრიანი დარტყმებით მბაპემ გაიტანა.
26 წლის ფრანგი ვარსკვლავი MVP გახდა და მატჩის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. მბაპემ აღნიშნა, რომ არ ფიქრობს გოლების რაოდენობაზე, რადგან საკუთარ თავს არ უწესებს ლიმიტებს.
"რამდენ გოლს გავიტან მიმდინარე სეზონში? არ ვიცი, ჩემს თავს ლიმიტებს არ ვუწესებ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს — მეტოქე ცდილობდა ჯარიმების აღებით თამაშიდან გამოვეთიშე, თუმცა, კონცენტრაცია არ დავკარგე, ორი გოლი გავიტანე და MVP გავხდი" — კილიან მბაპე.