რამდენ მატჩს გამოტოვებს ჯუდ ბელინგემი?

ესპანურმა ლა ლიგამ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ "ოსასუნასა" და მადრიდის "რეალის" მატჩის მთავარმა არბიტრმა, ხოსე მუნუერა მონტერომ ინგლისელს უხამსი სიტყვისთვის წითელი ბარათი უჩვენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველმა მსაჯს უთხრა: "f*** you". დისციპლინურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ეს იყო ბელინგემის წარმოთქმული ფრაზა.
ჯუდ ბელინგემი რეალ მადრიდს "ჟირონასთან" და "ბეტისთან" მატჩებში ვერ დაეხმარება. "სამეფო კლუბი" ლა ლიგის გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით გაასაჩივრებს.