ავტორიზაცია

რამდენ მილიონად შეძლებს რომა ლუკაკუს ტრანსფერის გამოსყიდვას?

რამდენ მილიონად შეძლებს რომა ლუკაკუს ტრანსფერის გამოსყიდვას?
თარიღი 21 ნოე 2023, 16:48
ლონდონის "ჩელსიმ" თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს აგენტებთან შეთანხმება, რომ ბელგიელს 40 მილიონ ევროდ გაუშვებენ. 

ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ მიმდინარე სეზონს "რომაში" იჯარის წესით თამაშობს. 

"ჯალოროსის" სეზონის ბოლოს თავდამსხმელის 40 მილიონ ევროდ შეძენის შესაძლებლობა ექნება, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, "ჩელსი" სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

ლუკაკუმ იტალიის მიმდინარე სერია A-ში 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.