ავტორიზაცია

რამდენი დახარჯეს პრემიერ ლიგის კლუბებმა ბოლო ორ სატრანსფერო ბაზარზე?

რამდენი დახარჯეს პრემიერ ლიგის კლუბებმა ბოლო ორ სატრანსფერო ბაზარზე?
თარიღი 05 Feb 2025, 15:10
ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბები სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებულად აქტიურობენ და გამონაკლისი არც გასული ზაფხულის და ზამთრის ფანჯარა იყო.

ბოლო ორ სატრანსფერო ბაზარზე ინგლისური კლუბებიდან ყველაზე მეტი ბრაიტონმა დახარჯა — "თოლიების" ბალანსი -191 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მეორე ადგილს კი -125 მილიონით იპსვიჩი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ზაფხულის და ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე პრემიერ ლიგის 5-მა კლუბმა დადებითი ბალანსი დააფიქსირა, მათ შორის ლივერპულმა. არნე სლოტის გუნდმა 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიიღო, რაც მე-5 საუკეთესო შედეგია.

პრემიერ ლიგის კლუბების ბალანსი ბოლო ორ სატრანსფერო ბაზარზე:

1) ასტონ ვილა +£34.50 მილიონი
2) ევერტონი +£27.81 მილიონი
3) ნიუკასლი +£17.75 მილიონი
4) კრისტალ პალასი +£7.32 მილიონი
5) ლივერპული +£4.16 მილიონი
6) ვულვზი -£8.90 მილიონი
7) ნოტინგემი -£15.63 მილიონი
8) ჰულჰემი -£18.91 მილიონი
9) ბრენტფორდი -£19.87 მილიონი
10) ჩელსი -£20.40 მილიონი
11) არსენალი -£20.80 მილიონი
12) ლესტერი -£34.75 მილიონი
13) ბორნმუთი -£49.71 მილიონი
14) საუთჰემპტონი -£66.97 მილიონი
15) ვესტ ჰემი -£81.68 მილიონი
16) მანჩესტერ სიტი -£84.80 მილიონი
17) ტოტენჰემი -£99.80 მილიონი
18) მანჩესტერ იუნაიტედი -£117.6 მილიონი
19) იპსვიჩი -£124.89 მილიონი
20) ბრაიტონი -£191.34 მილიონი