რამდენი გამოიმუშავეს გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე?

ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასრულდა და შეგვიძლია შევაჯამოთ, თუ რა თანხა გამოიმუშავეს ტურნირში მონაწილე გუნდებმა. შეგახსენებთ კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით იღებდნენ კლუბები ჰონორარს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ €18.62 მილიონი მიიღო ტურნირში მონაწილე 36-ვე გუნდმა.
რაც შეეხება შედეგებს, ყოველი გამარჯვებისთვის კლუბები იღებდნენ 2.1 მილიონ ევროს, ფრეს შემთხვევაში კი მათი ანგარიში 0.7 მილიონით ივსებოდა. გადავინაცვლოთ პლეიოფში: 1/8 ფინალისტებმა მიიღეს €11 მილიონი, 1/4 ფინალისტებმა - €12.5 მილიონი, 1/2 ფინალისტებმა - €15 მილიონი, ფინალისტებმა კი €18.5 მილიონი.
ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო მაღალი იყო გუნდის ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფაზაში, მით უფრო მაღალი იყო მისი შემოსავალი. მაგალითად, პირველ პოზიციაზე გასულმა ლივერპულმა მიიღო €12,5, ტოპ 8-ის დანარჩენმა წარმომადგენლებმა კი 2 მილიონით ნაკლები.
არის კიდევ სხვა, წვრილმანი შემოსავალიც, რომელიც საერთო სურათს იძლევა. საბოლოო შედეგი კი ასეთია - ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავა ჩემპიონმა, პარის სენ-ჟერმენმა, რომლის შემდეგ მოდის მისი მეტოქე ფინალში, ინტერნაციონალე. ოთხეულში არიან 1/2 ფინალის დანარჩენი ორი მონაწილე: ბარსელონა და არსენალი.

გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს:
1. პსჟ (€137.91 მილიონი)
2. ინტერი (€133.82 მილიონი)
3. ბარსელონა (€118.43 მილიონი)
4. არსენალი (€117.93 მილიონი)
5. ბაიერნი (€105.86 მილიონი)
6. რეალი (€104.63 მილიონი)
7. დორტმუნდი (€101.82 მილიონი)
8. ლივერპული (€98.13 მილიონი)
9. ლევერკუზენი (€88.04 მილიონი)
10. ატლეტიკო (€86.78 მილიონი)
2. ინტერი (€133.82 მილიონი)
3. ბარსელონა (€118.43 მილიონი)
4. არსენალი (€117.93 მილიონი)
5. ბაიერნი (€105.86 მილიონი)
6. რეალი (€104.63 მილიონი)
7. დორტმუნდი (€101.82 მილიონი)
8. ლივერპული (€98.13 მილიონი)
9. ლევერკუზენი (€88.04 მილიონი)
10. ატლეტიკო (€86.78 მილიონი)