ავტორიზაცია

რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდუს თავით?

რამდენი გოლი აქვს გატანილი რონალდუს თავით?
თარიღი 23 თებ 2021, 15:13
ტურინის "იუვენტუსის" ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე გატანილი აქვს 732 გოლი.

საინტერესო ფაქტი - პორტუგალიელმა თავდამსხმელმა თავისი გოლებიდან 133-ის გატანა მოახერხა თავური დარტყმით.

ეს ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკურად, "ბებერი ქალბატონის" ფორვარდის ყოველი 5.5 ბურთი სწორედ თავით გადის.

აქვე დავამატებთ, რომ "ბიანკონერის" უკანასკნელ შეხვედრაში ლეგენდარულმა შვიდიანმა დუბლიც კი გაიფორმა.

პირენეელი შემტევი მიმდინარე სეზონში 18 გოლით სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია, უახლოესი მდევარი, რომელუ ლუკაკუ მას ერთი ბურთით ჩამორჩება.