რამდენი იქნება ალექსანდრ-არნოლდის ანაზღაურება მადრიდის რეალში გადასვლის შემთხვევაში?
ინგლისელმა მცველმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.
მადრიდულმა გრანდმა შესაძლოა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს.
CaughtOffside-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" გეგმავს ალექსანდრ-არნოლდს კონტრაქტი შესთავაზოს რომელმაც 2029-2030 წლამდე იქნება გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბში" ფეხბურთელი სეზონში დაახლოებით 14-15 მილიონი ფუნტის გამომუშავებას შეძლებს.