ავტორიზაცია

"რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო" - ვილი სანიოლის კომენტარი

"რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო" - ვილი სანიოლის კომენტარი
თარიღი 16 Nov 2025, 00:10
ესპანეთთან წაგებული 4:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. მაგალითად იმაზე, რომ დაცვაში ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა წინასთან შედარებით პოზიტივი არის და რამდენიმე შანსიც შევქმენით.

ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიჭები ბოლომდე იხარჯებოდნენ, შემართებით იყვნენ და ეს დადებითია. როცა ასეთი დონის ნაკრებს ეთამაშები, დაცვაში აუცილებლად კარგი თამაში გვმართებს.

რამდენიმე მოთამაშემ თავისი რესურსი ამოწურა და ცვლილებებია საჭირო. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება. არ მგონია, რომ მე თუ წავალ, ვინმე სწრაფად მოახერხებს ამ ცვლილებებს. ყოველთვის პატიოსნად ვსაუბრობ ყველა პრობლემაზე. ვიცი, რომ ამჟამად რთულ პერიოდს გავდივართ, თუმცა მჯერა, რომ ამ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ,"
 - განაცხადა სანიოლმა.