რამდენით გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი?

Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გაიზარდა, ქართველი ლეგიონერის ფასი 80 მილიონს შეადგენდა, ხოლო ახლა 90-მდე გაიზარდა.
ქართველმა ფეხბურთელმა 2024/2025 წლების სეზონში ოთხი ტიტული (იტალიის სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა) მოიპოვა.
ასევე კვარამ საერთო ჯამში, ნაპოლის და პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში 44 მატჩში, 12 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.