ავტორიზაცია

რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?

რამდენს გამოიმუშავებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?
თარიღი 27 მარ 2024, 18:56
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4-2 დაამარცხა და ისტორია დაწერა.

ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ზე გასვლით €9.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე თითოეული თამაშის მოგებისთვის გუნდი დამატებით მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფრისთვის 500 ათასს.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ითამაშებს.