რამდენს გამოტოვებს რეალთან მატჩში ტრავმირებული რადამელ ფალკაო?
„რაიო ვალეკანოს“ 35 წლის თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ, „რეალთან“ განვლილ მატჩში ტრავმა მიიღო.
კოლუმბიელი ვეტერანი მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, 76-ზე გოლი გაიტანა, 81-ზე კი დისკომფორტი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
როგორც „ვალეკანოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ფალკაომ მარჯვენა ბარძაყის მყესი გაიწყვიტა და თავის გუნდს მინიმუმ 3-4 კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება.
კოლუმბიელი მადრიდულ გუნდში სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ 8 მატჩში ფალკაომ 5 გოლის გატანაც მოასწრო, მათ შორის გაუტანა როგორც „ბარსელონას“, ისე მადრიდის „რეალს“.