ავტორიზაცია

რამი: "მბაპეს მესის გვერდით თამაში სიამოვნებას მიანიჭებს, ლეომ იცის, როდის უნდა გააკეთოს გადაცემა"

რამი: "მბაპეს მესის გვერდით თამაში სიამოვნებას მიანიჭებს, ლეომ იცის, როდის უნდა გააკეთოს გადაცემა"
თარიღი 08 Oct 2021, 22:14

ფრანგული "ტრუას" ცენტრალურმა მცველმა, ადილ რაიმიმ "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"მბაპეს დიდი გულშემატკივარი ვარ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ "ოქროს ბურთს" მოიგებს. მისი "პსჟ"-ში დარჩენით გახარებული ვარ".

"ეს ჩემთვის კარგი არ არის, რადგან სწორედ ისეთი ფეხბურთელები არ მიყვარს, რომლებიც რამდენიმე წამში მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებენ. ეს მისთვისაა კარგი, მესის გვერდით თამაში სიამოვნებას მიანიჭებს".

"გულახდილად ვამბობ, თუ კილიანი გაიგებს, როგორ უნდა უპასუხოს ლიონელის გადაცემებს, ყველას დიდი პრობლემები ექნება. მესიმ გადაცემის შესაფერის მომენტში გაკეთება იცის", - ციტირებს 35 წლის ფრანგი მცველის სიტყვებს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბში 22 წლის ფრანგი შემტევის თანაგუნდელი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გახდა.