რამოსი და რეალი - დასასრულის რეალური დასაწყისი?
მადრიდის „რეალმა“ ზაფხულში შესაძლოა მრავალწლიანი ლიდერი და კაპიტანი დაკარგოს.
სერხიო რამოსს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და 1 იანვრიდან, მას ოფიციალურად შეუძლია ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმოება და მეტიც, პრე-კონტრაქტის გაფორმებაც კი. თუმცა, ჯერჯერობით სერიოზულად არცერთ სხვა გუნდზე არ იწერება, რადგან რამოსის პრიორიტეტი „რეალში“ დარჩენაა და ჯერჯერობით, თავისი გუნდისგან ელოდება ნაბიჯებს.
ესპანური პრესა ერთხმად ამტკიცებს, რომ ელ კაპიტანომ „რეალის“ პირველი შემოთავაზება დაბლოკა, რადგან არც ფინანსურად მოიხიბლა და არც ხანგრძლივობით - ცნობილია, რომ „ოთხიანს“ მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი სურს, „რეალი“ კი მას 1+1 სთავაზობს, სადაც მეორე „ერთიანი“ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს გაისად სერხიო რამოსი და თუ საკმარის რაოდენობაზე ვერ ავა, ლოგიკურად ვერც მისი კონტრაქტი გახანგრძლივდება.
ასეა თუ ისე, პრესაში აზრები იყოფა იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რაში ვერ თანხმდებიან „რეალი“ და რამოსი - ფინანსურ საკითხში თუ ხანგრძლივობის, მაგრამ ფაქტია, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია უკვე დარჩენილი, სერხიოს მომავალი კი ჯერ გაურკვეველია.
Marca წერს, რომ ამ ეტაპზე, „რეალში“ არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი რამოსის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხში. მეტიც, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კლუბის პირველი შემოთავაზება დაბლოკა, მხარეებს შორის ერთმანეთისკენ ძრები აღარ განუხორციელებიათ და პროცესი შუაშია გაყინული - შესაბამისად, რამოსის „რეალში“ მოღვაწეობის ისტორიაში პირველად, კლუბი მის დარჩენაში დარწმუნებული არ არის და არც სხვა ევროპული კლუბის მაისურით მისი ხილვაა ამ ეტაპზე რაღაც უშანსო და წარმოუდგენელი მოვლენა.
სიტუაციას „პსჟ-ს“ შემოთავაზებაც ართულებს, რომელზეც პრესაში აქტიურად იწერება - ამბობენ, რომ პარიზელები „ფურია როხას“ კაპიტანს წლიურად 15 მილიონ ევროს და 3-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ - ამ შემოთავაზებას კი, იმავე ესპანური წყაროების ცნობით, მადრიდული გრანდი არც და ვერც გაიმეორებს.