რამოსმა ევროპული გრანდისგან მომხიბვლელი შემოთავაზება მიიღო და დათანხმებას აპირებს - ესპანური პრესა
მადრიდის „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის გუნდიდან წასვლა ახლოვდება!
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Onda Cero წერს, რამოსმა „პსჟ-სგან“ მომხიბვლელი შემოთავაზება მიიღო.
კერძოდ, პარიზული გრანდი ესპანეთის ნაკრების კაპიტანს 3-წლიან კონტრაქტსა და წლიური ხელფასის სახით 15 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს არის შემოთავაზება, რომელსაც მადრიდული კლუბი ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ გაიმეორებს.
წყარო იქვე ამატებს, რომ რამოსი მზადაა, „პსჟ-ს“ შემოთავაზებას დათანხმდეს და კარიერა საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელოს. თუმცა, ჯერ მაინც „რეალის“ ნაბიჯების მოლოდინში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სერხიოს „რეალთან“ კონტრაქტი ამა წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერაფრით თანხმდებიან.
თან, რაც ძალიან საინტერესოა, პრესაში „სამეფო კლუბისა“ და სერხიოს უთანხმოებაზე აზრები იყოფა - ერთნი წერენ, რომ მხარეებს შორის უთანხმოებას კონტრაქტის ხანგრძლივობა იწვევს, მეორენი კი - რომ რამოსს არ აწყობს ის ფინანსური პირობები, რომელთაც „რეალი“ სთავაზობს.
ლეგენდარულ ესპანელს მადრიდულ გრანდში პრაქტიკულად მთელი კარიერა აქვს გატარებული, თუმცა 1 იანვრიდან ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმოება შეუძლია.