ავტორიზაცია

რანგნიკი შეიძლება შალკეში დაბრუნდეს, მაგრამ არა მწვრთნელის რანგში

რანგნიკი შეიძლება შალკეში დაბრუნდეს, მაგრამ არა მწვრთნელის რანგში
თარიღი 13 Mar 2021, 22:34

"ლაიფციგის", "ჰოფენჰაიმისა" და "შტუტგარტის" ექს-მწვრთნელი, რალფ რანგნიკი შეიძლება "შალკეში" დაბრუნდეს, წერს ჟურნალისტი, რონან მერფი.

62 წლის გერმანელს სპორტული დირექტორის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა აქვს.

როგორც გამოცემა Bild იტყობინება, მხარეები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან.

რანგნიკი "შალკეს" ორჯერ ედგა სათავეში - 2004/05 წლებში, როცა გუნდმა ბუნდესლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და 2011 წელს.

მიმდინარე სეზონში გელზერკირხენელები გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩში მოპოვებული 10 ქულით ბოლო პოზიციაზე არიან.