ავტორიზაცია

რანიერიმ მომავალი სეზონიდან შესაძლოა ფიორენტინა გაწვრთნას

რანიერიმ მომავალი სეზონიდან შესაძლოა ფიორენტინა გაწვრთნას
თარიღი 28 Apr 2021, 20:10

"სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება კლუბი დატოვოს, წერს La Nazione.

69 წლის იტალიელს კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რის გამოც სპეციალისტი გათავისუფლების პირასაა.

როგორც აღინიშნება, რანიერი შესაძლოა "ფიორენტინას" ჩაუდგეს სათავეში.

ამ ეტაპზე, "სამპდორია" სერია ა-ში 42 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, "ფიორენტინა" კი 34 ქულით მე-14 პოზიციაზეა.