რანიერიმ სამპდორიას დატოვება გადაწყვიტა

"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი თანამდებობას დატოვებს, იტყობინება Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის იტალიელმა სპეციალისტმა 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.
რანიერიმ "სამპდორია" 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში გუნდმა ბოლო ტურის წინ მე-9 ადგილი გაინაღდა.