ავტორიზაცია

რას ამბობდა მოურინიო ალონსოზე? - ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან

რას ამბობდა მოურინიო ალონსოზე? - ისინი ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან
თარიღი 21 Apr 2023, 23:47
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს "რომა" და "ლევერკუზენი" დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსოა, რომელიც თავის დროზე "რომას" ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჟოზე მოურინიოსთან თამაშობდა.

"წლების განმავლობაში, ჩაბის ვეუბნებოდი, რომ ესწავლა სამწვრთნელო საქმიანობა, რადგან მომავალში გამოადგებოდა და სულ უარზე იყო.

ის ფეხბურთისთვისაა დაბადებული და ჩემი აზრით, როგორი ფეხბურთელიც იყო, ისეთივე მწვრთნელი იქნება. ის ტოპ დონეზე გააკეთებს ამ საქმეს", - განაცხადა მოურინიომ თავის ამჟამინდეკ მეტოქეზე, რამდენიმე წლის წინ.