ავტორიზაცია

რას უნდა ველოდოთ, სიტის ახალი სპორტული დირექტორისგან

რას უნდა ველოდოთ, სიტის ახალი სპორტული დირექტორისგან
თარიღი 24 Oct 2024, 17:06
ზაფხულში მანჩესტერ სიტიში საკმაოდ საინტერესო ცვლილება იგეგმება. მიუხედავად დარჩება თუ არა პეპ გვარდიოლა სიტის თავკაცად, “ლურჯების“ ბანაკში საგრძნობი ცვლილებები იქნება. მანჩესტერულ კლუბში 12 წლის მანძილზე სპორტულ დირექტორად ჩიკი ბეგირისტაინი მუშაობდა და ესპანელს უდიდესი წვლილი მიუძღვის სიტის წარმატებაში, რეალურად მისი მისვლის შემდეგ დაიწყო სიტის მონსტრად ჩამოყალიბება.

ახალი სეზონიდან სპორტული დირექტორის პოზიციაზე უგო ვიანა იმუშავეს, როგორც პრესაში წერდნენ, ბეგირისტაინს, ურთიერთობა დაეძაბა გვარდიოლასთან და მან წასვლა ამჯობინა. 41 წლის პორტუგალიელი უგო ვიანა, რომელიც აქამდე ლისაბონის სპორტინგის სპორტულ დირექტორად მუშაობდა. სიტიში საკმაოდ მკაცრად არის განაწილებული როლები, რომლებიც იყოფა, რამდენიმე პუნქტად. კლუბში არის ცალკე, დირექტორთა და სკაუტთა საბჭო, რომლებიც ერთად წყვეტენ თუ ვინ უნდა შეიძინონ, ზაფხულში და ერგება თუ არა ეს მოთამაშე კლუბის სისტემას. სიტი ჯერ კლუბთან აგვარებს, ყველა ფინანსურ დეტალს და მხოლოდ ამის შემდეგ უკავშირდება ფეხბურთელს, სადაც უკვე ერთვებოდა ბეგირისტაინი და გვარდიოლა. დიდი ალბათობით ვიანაც მსგავსი სტილით იმუშავებს.




ლისაბონის სპორტინგი, დიდი ხნის მანძილზე ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას, მაგრამ ვიანას კლუბში მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პორტუგალიელმა დირექტორმა, თავდაპირველად რუბენ ამორიმი მიიყვანა კლუბის მთავარ მწვრთნელად, რომელმაც საოცრად გაამართლა, შემდეგ იყო ბავშვთა აკადემიის გადაწყობა და დიდ გუნდთან გაიგივება, ტაქტიკური თვალსაზრისით, და ბოლოს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა, ვიქტორ გიოკერსი, დიომანდე, ჰუმლანდი ეს ის ფეხბურთელები, არიან რომლებიც შეიძინა ვიანამ სპორტინგში მუშაობის პერიოდში.

რაც ვიანამ, სპორტულ დირექტორად დაიწო მუშაობა, მისი ზემდეგ სახელი “ადამიანი უჩინარა“ გახდა. ამის მთავარი, მიზეზი ვიანას კარგი მუშაობა სახელდება, პორტუგალიელის მთავარი მიზანი ხარისხიანი ფეხბურთელის დაბალ ფასში დამატება და შემდეგ მისი ძვირად გაყიდვა იყო. ბრუნომ ერთხელ საკმაოდ საინტერესო, რამ თქვა. “ვარსკვლავები, მხოლოდ ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტია, ყველა დანარჩენი სტრუქტურის ნაწილია.“ ვიანა ასევე ძალიან ახლოს არის კლუბთან, მას ყველაფერი აინტერესებს, მუდმივად ცდილობს იყოს ჩართული ვარჯიშებში და ხშირად იმყოფება კლუბის ბაზაზე.

უგო ვიანას უდიდესი კოზირი, მოთამაშეების გასხვისებაა, იაფად ნაყიდი ფეხბურთელების გარდა ვიანას შეუძლია, მოტამაშე ძვირად გაასხვისოს. ამ ნაშოვნი თანხებით სპორტინგმა საოცრად იხეირა.

ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერში 66 მილიონად გაყიდა, მანუელ უგარტე პსჟს 50 მილიონი დაუჯდა, მატეუშ ნუნეში, რომელიც ახლა სიტის ღირსებას იცავს, ვიანამ ვულვზს 42 მილიონად მიჰყიდა.

ნაყიდი ფეხბურთელების ფასები უბრალოდ გაგაოცებთ, უკვე აღვნიშნეთ, რომ უგოს სერიოზული წინათგრძნობა აქვს დიდ ტალანტებთან. პედრო პორო სწორედ მანჩესტერული კლუბიდან იყო შეძენილი ის მხოლოდ 8 მილიონი დაჯდა. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორი ვიქტორ გიოკერსი სპორტინგმა მხოლოდ 20 მილიონად შეიძინა დღეს ის 80 მილიონზე მეტი ღირს. საინტერესო იქნება, თუ როგორ იმუშავებს ბრუნო ვიანა დიდ გრანდში.


 

და ბოლოს, არ შეიძლება არ შევეხოთ ვიანას და ამორიმის დუეტს. სწორედ ვიანამ მიიყვანა, რუბენ ამორიმი სპორტინგის თავკაცად. თავდაპირველად ვიანას სპორტინგში საქმეები ცუდად წაუვიდა. გუნდი წარმატებას ვერ აღწევდა, ტრანსფერები ვერ ამართლებდნენ და იმ დროს ლისაბონურ კლუბს დიდი კრიზისი ჰქონდა. იმ პერიოდში ამორიმი ბრაგაში მუშაობდა და ვიანას მოთხოვნით სპორტინდმა მისი კონტრაქტი გამოისყიდა. ეს რასაკვირველია რისკი იყო, მაგრამ ამ რისკმა საოცრად გაამართლა, სპორტინგი 18 წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, კლუბის აკადემია ისევ ზრდიდა მაღალი დონის მოთამაშეებს და ევროტურნირებზეც საკმაოდ კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა. არის იმის შანსი, რომ თუ გვარდიოლა ზაფხულში კლუბს დატოვებს, მისი შემცვლელი სწორედ რუბენ ამორიმი გახდეს. პორტუგალიელ მწვრთნელს იდეალური ურთიერთობა აქვს სპორტულ დირექტორთან და ეს არა ერთხელ უთქვამს, რომ ვიანას ნაირ ადამიანთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ინგლისურ პრესაში იმაზეც წერენ, რომ თუ ვიანას გადაწყვეტილებით დაინიშნება ახალი თავკაცი ეს სწორედ რუბენ ამორიმი იქნება.