ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს ევროპა ლიგაზე? პელი-ოფში ქართველებიც არიან!

რას ვუყუროთ დღეს ევროპა ლიგაზე? პელი-ოფში ქართველებიც არიან!
თარიღი 18 თებ 2021, 11:03
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შემდეგ, ტელე-ეკრანებზე ევროპა ლიგაც გვიბრუნდება. განვიხილოთ ყველაზე საინტერესო მატჩების განრიგი.

1/16 ფინალის ცენტრალურ შეხვედრად შერაცხულია "მანჩესტერ იუნაიტედის" სტუმრობა ესპანეთში, "რეალ სოსიედადთან".

პარალელურ რეჟიმში "მილანი" ესტუმრება "ცრვენა ზვეზდას", ლუკა ლოჩოშვილის და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" კი ნეიტრალურ მოედანზე "ტოტენჰემს" მიიღებს.

აღნიშნული თამაშები დაიწყება 21:55 საათზე, ახლა კი იმ შეხვედრების შესახებ, რომელიც შუაღამისთვის არის დაგეგმილი.

ლონდონის "არსენალი" ესტუმრება ლისაბონში "ბენფიკას", "ნაპოლი" "გრანადას", დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" კი თელ-ავივის "მაკაბის". სრული განრიგი ასეთია:

21:55 - სოსიედადი-მანჩესტერი
21:55 - ცრვენა ზვეზდა-მილანი
21:55 - ვოლფსბერგერი-ტოტენჰემი
21:55 - ბრაგა-რომა
21:55 - სლავია-ლესტერი
23:59 - ბენფიკა-არსენალი
23:59 - გრანადა-ნაპოლი
23:59 - ლილი-აიაქსი
23:59 - ზალცბურგი-ვილიარეალი
23:59 - მაკაბი-შახტარი