ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - პირლო Vs გატუზო იტალიის სუპერთასზე და ბევრი სხვა

რას ვუყუროთ დღეს? - პირლო Vs გატუზო იტალიის სუპერთასზე და ბევრი სხვა
თარიღი 20 იან 2021, 08:19
დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სკუდეტოს უცვლელი მფლობელი, ტურინის "იუვენტუსი" და კოპა იტალიას მოქმედი გამარჯვებული, "ნაპოლი".

"ბებერი ქალბატონი" და "ლურჯები" ერთმანეთში იტალიის სუპერთასის ტიტულს გაათამაშებენ. ცალკე გამოსარჩევია ანდრეა პირლოსა და ჯენარო გატუზოს პერსონალური დუელი, "მილანური" წარსულით.

ამის გარდა, საინტერესო მატჩები გაიმართება პრემიერ ლიგასა და ბუნდესლიგაში, მადრიდის "რეალი" კი კოპა დელ რეიზე მოკრძალებულ "ალკოიანოს" ესტუმრება. სრული განრიგი ასეთია:

18:00 - უდინეზე-ატალანტა
22:00 - მან სიტი-ასტონ ვილა
22:00 - კორდობა-სოსიედადი
23:30 - აუგსბურგი-ბაიერნი
23:30 - ლაიფციგი-უნიონი
23:59 - იუვენტუსი-ნაპოლი
23:59 - ალკოიანო-რეალი
00:15 - ფულჰემი-მანჩესტერი (21 იანვრის ღამე)