ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? - რეალის რეაბილიტაცია, გოლების წვიმა მილანში და ფრანგული კლასიკა

რას ვუყუროთ დღეს? - რეალის რეაბილიტაცია, გოლების წვიმა მილანში და ფრანგული კლასიკა
თარიღი 23 იან 2021, 10:39
საფეხბურთო დღე დაიწყება ინგლისის თასის შეხვედრით, რომელშიც ლონდონის "არსენალი" "საუთჰემპტონს" ესტუმრება.

მოგვიანებით ასპარეზზე გამოვა სერია ა, სადაც დღეს მაყურებლების წინაშე წარდგება "მილანი", "ინტერი" და "რომა". ცენტრალური მატჩი "როსონერი" - ბერგამოს "ატალანტა" იქნება.

ამის გარდა, რამდენიმე მატჩია ბუნდესლიგაში და ლა ლიგაშიც, სადაც კოპა დელ რეიდან გამოვარდნილი მადრიდის "რეალი" რეაბილიტაციას "ალავესთან" ეცდება.

"მეთოფეების" მსგავსად, თასზე ითამაშებს "მანჩესტერ სიტიც", ფრანგული ფეხბურთის მოყვარულებს კი "მონაკოსა" და მარსელის "ოლიმპიკის" დუელი ელით. სრული განრიგი ასეთია:

16:15 - საუთჰემპტონი-არსენალი
18:00 - რომა-სპეცია
18:30 - მაინცი-ლაიფციგი
19:15 - სევილია-კადისი
21:00 - მილანი-ატალანტა
21:00 - უდინეზე-ინტერი
21:30 - სოსიედადი-ბეტისი
21:30 - ჩელტენჰემი-მან სიტი
23:59 - ალავესი-რეალი
23:59 - მონაკო-მარსელი